განათლება
საგამოცდო ცენტრებმა მუშაობა დაასრულეს
წელს გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყო და 24 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახალციხის საგამოცდო ცენტრმა მუშაობა დაასრულა.

24 ივლისს, მაგისტრებმა ბოლო გამოცდა ჩააბარეს. ცენტრის წარმომადგენელთა თქმით, წლევანდელი გამოცდები წინა წლებთან შედარებით მეტი აქტივობით და ნაკლები დარღვევებით გამოირჩეოდა.

საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 31 აპლიკანტიდან მხოლოდ ერთი არ გამოცხადდა.

სამაგისტრო გამოცდა ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში 2.5 საათი გაგრძელდა.

გამოცდის დასრულების შემდეგ კი, საქართველოს მასშტაბით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილი ყველა საგამოცდო ცენტრი დაიხურა.




| Print |