განათლება
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა
2019 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა. შედეგების ნახვა აბიტურიენტებს როგორც ვებ-გვერდის, ისე SMS-ის საშუალებით შეუძლიათ.

naec.ge-ზე სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.


რაც შეეხება მოკლე ტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას - აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი (ბარათზე მითითებული ცხრა ნიშნა რიცხვი) უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333 (საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან). 

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის სტატისტიკური ანალიზი აპელაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. დანარჩენი გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად მოხდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, შედეგები შემდეგი კვირის ბოლომდე ვებ-გვერდზე სრულად დაიდება, ხოლო სტატისტიკური ანალიზი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განთავსდება.

რაც შეეხება აპელაციას, ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყება რაც ყველა საგნის ქულა გამოქვეყნდება. სააპელაციო განაცხადების მიღება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი გამოცდების ცენტრის ოფიციალური გვერდიდან. აპელაციის საფასური 50 ლარია.
| Print |