განათლება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა განახლდა(ვიდეო)
დღეს,16 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 10:00 სთ-ზე განახლდა.

ღონისძიება გრიგოლ ხანძთელის და ივანე ჯავახიშვილის ძეგლების ყვავილებით შემკობით დაიწყო და სააქტო დარბაზში გაგრძელდა.

პირველკურსელებს სწავლის დაწყება მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა, მოადგილემ და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა.

2019–20 სასწავლო წელს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 240 პირველკურსელი ისწავლის. მათგან 15 ახალქალაქში, 225 კი ახალციხეში.

| Print |