განათლება
მაგისტრატურაზე მიღება მეორედ გამოცხადდა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე მიღება მეორედ გამოცხადდა. მასში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელმაც უკვე ჩააბარა სამაგისტრო გამოცდა, თუმცა სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე ვერ მოხვდა.

,,ვაკანტური ადგილები დაგვრჩა, ამიტომ მიღება მეორედ გამოვაცხადეთ. მსურველები უკვე დარეგისტრირებულები არიან. საბუთების მიღება გრძელდება მასწავლებლთა მომზადების პროგრამაზეც“ - ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.

დამატებითი მიღება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზეა შესაძლებელი

• საქართველოს ისტორია – 4 ადგილი;
• ქართველური ენათმეცნიერება – 7 ადგილი;
• ქართული ლოიტერატურის ისტორია – 10 ადგილი;
• სისხლის სამართალი – 5 ადგილი;
• აგროტექნოლოგია – 6 ადგილი;
• ბიზნეს-ინფორმატიკა – 2 ადგილი;
• ასტრონომია – 8 ადგილი.

2019-2020 სასწავლო წელს, უნივერსიტეტმა 48 მაგისტრანტი მიიღო.

| Print |