განათლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ფაკულტეტმა აკრედიტაცია გაიარა
აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამამ შვიდწლიანი აკრედიტაცია მიიღო.

პროგრამის ხელმძღვანელები პროფესორი როინ თათეშვილი და ასოცირებული პროფესორი ნანა ჯღარკავა არიან.

ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საგანმანათლებლო დაწესებულებამ სამი პროგრამის მონიტორინგის ანგარიში სექტემბერში წარადგინა. ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა; ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა; ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო-საბაკალავრო პროგრამა.
| Print |
თეგები: აკრედიტაცია /