განათლება
2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ცნობილია

 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული გიორგი ჭაუჭიძე გახდა.

დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება მთაწმინდის პარკში, კლუბ „ანდერვილში“ გაიმართა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ:
თამარ ადამია – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი;
ნათია კურტანიძე – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი;
მაია მენაბდე – ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის „განათლება”, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ქეთევან მერებაშვილი – სკოლა-ლიცეუმ პრომეთეს, გეოგრაფიის მასწავლებელი;
გიორგი ჭაუჭიძე – მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით უკვე მესამედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize ნაწილია.

გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალურმა სპონსორმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა 10 000 ლარი გადასცა.

გიორგი ჭაუუჭიძემ, დაჯილდოების შემდეგ, სიტყვით გამომსვლისას განათლების მინისტრს თხოვნით მიმართა. მისი სურვილია, რომ მარნეულის სკოლის მოსწავლებს სპორტული მოედანი ჰქონდეთ, რაზეც მიხეილ ბატიაშვილისგან თხოვნის შესრულების პირობა მიიღო.

წყარო: edu.aris.ge

 

| Print |