განათლება
ახალქალაქში საკვირაო სკოლები შეიქმნება, სადაც გიორგი კეკელიძე ასწავლის

 

ახალქალაქის ეთნიკურად სომეხი მოქალაქეებით დასახლებულ ყველა სოფლის სკოლაში ბიბლიოთეკა მოეწყობა - ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე აცხადებს. მისივე თქმით, აქვე შეიქმნება საკვირაო სკოლები, სადაც მასწავლებელი თავად იქნება.

თანამშრომლობის მემორანდუმი ეროვნულ ბიბლიოთეკას, GIPA-სა და GULF-ს შორის გაფორმდა. პროექტს მხარს ევროკავშირი უჭერს.

„გადავწყვიტე და შეთანხმებულ შაბათ-კვირას გაკვეთილებს ჩავატარებ ახალქალაქის სოფლებში, სადაც ჩვენი სომეხი თანამოქალაქეები ცხოვრობენ. ვასწავლი უმცროსკლასელებს (მეორედან მეხუთეს ჩათვლით). ვასწავლი დიდი იმედით და მონდომებით მათი უკეთესი მომავლისთვის და ცხადია, უკეთესი საქართველოსთვის. ძნელია, მაგრამ აუცილებელი“, - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
| Print |