განათლება
სამცხე-ჯავახეთში მანდატურების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა, მანდატურების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, აჭარისა და კახეთის რეგიონების საჯარო სკოლებში 19 ვაკანტური ადგილია. აქედან ერთი მანდატური ახალქალაქის, ორი კი ნინოწმინდის სკოლებში დაინიშნება.

კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით.

მანდატურობის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:

• კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
• მანდატურობის კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
• მანდატურობის კანდიდატების შეფასება (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება);
• მანდატურობის კანდიდატების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსების გავლა;
• იმ მანდატურობის კანდიდატების დანიშვნა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მოსამზადებელი კურსები.
კონკურსის (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება) შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსებს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში; მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე;

მანდატურად შეიძლება დაინიშნოს:

• საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან;
• ნასამართლობის არმქონე;
• სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;
• სახელმწიფო ენის მცოდნე;
• სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

| Print |