განათლება
ბორჯომელი პედაგოგი ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

 

ყვიბისის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ბაკურ გელაშვილი კონკურსის „საუკეთესო ისტორიის მასწავლებელი“ პირველ ეტაპზე, ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა. ფინალი 23 ოქტომბერს მასწავლებლის სახლში გაიმართება.

"კრიტერიმები ჩემთვის უცნობია. დღეს იყვნენ წარმომადგენლები სკოლაში, გაკვეთილზე დამესწრენ. ჩემი მთელი აქტივობები, სტატიები, წიგნები, და კიდევ ბევრი დეტალი გაითვალისწინეს", - უთხრა "მეცხრე არხს" ბაკურ გელაშვილმა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით, კონკურსს ყოველწლიურად მართავს.

 

| Print |