განათლება
უნივერსიტეტმა სამხედრო ისტორიის საზოგადოებასთან მემორანდუმი გააფორმა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოებას შორის მემორანდუმი გაფორმდა. უნივერსიტეტის თანხმობით, სამხედრო ისტორიის საზოგადოება მომავალში სტუდენტებისთვის საჯარო ლექციებისა და სემინარების ჩატარებას აპირებს.

მემორანდუმს ხელი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ და სამხედრო ისტორიის საზოგადოების ხელმძღვანელმა- მამუკა გოგიტიძემ მოაწერეს. მაკა ბერიძის თქმით, მხარეებს საერთო მიზნები აქვთ და სამომავლოდ თანამშრომლობას აპირებენ.

საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოება არსებობის ერთ წელს ითვლის. სამცხე-ჯავახეთში მას გიორგი ბერიძე წარმოადგენს.

| Print |