განათლება
სამცხე-ჯავახეთის წარჩინებულ მოსწავლეებს ლეპტოპები გადასცეს
24 ოქტომბერს, ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მასშტაბით, საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. რეგიონის მუნიციპალიტეტების 211 მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა გადასცეს.

წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება 2009 წლიდან, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება, თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება.

| Print |