განათლება
წარჩინებული მოსწავლეები სამცხე-ჯავახეთიდან (ფოტორეპორტაჟი)
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ბორჯომში მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 200-ზე მეტ წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერი გადაეცა. მათ შორის 79 ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს შეხვდათ.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ნინოწმინდის საჯარო სკოლების 211 მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.

2019 წელს სამცხე-ჯავახეთში წინა წელთან შედარებით, ლეპტოპები 2-ჯერ მეტმა მოსწავლემ მიიღო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება 2009 წლიდან, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტის მიზანია მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება,თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება.

წარჩინებულ მოსწავლეთა შორის არის ასპინძის მუნუციპალიტეტის 10 მოსწავლე, მათ შორის ასპინძის N 1 საჯარო სკოლიდან 6, სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლიდან 3 და სოფელ ძველის საჯარო სკოლიდან 1 მოსწავლე.

მოსწავლეთა წახალისების პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, წელს 3860 წარმატებული მოსწავლე ჯილდოვდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, წარჩნებულ მოსწავლეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. 
| Print |