განათლება
სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის მსმენელებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა (ვიდეო)
დღეს, 28 ოქტომბერს, სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, სსიპ. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის მსმენელებისთვის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გამართა.

ჟვანიას სკოლა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას ქვეყნის 3 რეგიონსი- სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში ახორციელებს.

ამჟამად სასწავლო პროცესი ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დასრულდა. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამასი ჩართული იყო ეროვნული უმცირესობების 140 წარმომადგენელი, რომელთაგან სწავლა წარმატებით 105-მა (ახალციხე-48, ახალქალაქი-37, ნინოწმინდა-20) მსმენელმა.

| Print |