განათლება
ახალციხის მერის სტიპენდიანტებს სიგელები ახალციხის ციხეზე გადასცეს (ვიდეო)
დღეს, 30 ოქტომბერს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თოთხმეტ სტუდენტს, რომელებიც ახალციხის მერიის სტიპენდიანტები არიან, ახალციხის ციხეზე სიგელები გადასცეს.

სიგელები და სტიპენდია 500–500 ლარი 2019-2020 წლის წარჩინებულ სტუდენტებმა ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან მიიღეს. 

წარჩინებული სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის, ჯილდოს დაწესების ინიციატივა 2015 წლის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს.

თავდაპირველად სტიპენდია ახალგაზრდებს ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით უნდა მიეღოთ.
| Print |