განათლება
4 წელში, მე-9 კლასის შემდეგ სკოლა 29 529 მოსწავლემ დატოვა
2015-2019 წლებში საქართველოს მასშტაბით, მე-9 კლასის დასრულების შემდეგ სკოლა 29 529 მოსწავლემ დატოვა.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ყოველწლიურად საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ სკოლას საშუალოდ 7 000-ზე მეტი მოსწავლე ტოვებს.

ამასთან, მე-9 კლასის დასრულების შემდეგ სკოლას ძირიდად რეგიონებში ტოვებენ.

რაც შეეხება 2018-2019 სასწავლო წელს, სკოლა საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ, 7 033 მოსწავლემ დატოვა, საიდანაც სწავლა პროფესიულ სასწავლებელში 1 858-მა გააგრძელა.

ჯამში, ოფიციალური ინფორმაციით, 29 529 მოსწავლიდან, რომელმაც მე-9 კლასის დასრულების შემდეგ სკოლა დატოვა, 7 915-მა სწავლა პროფესიულ პროგრამებზე გააგრძელა.

წყარო: interpressnews.ge
| Print |