განათლება
განათლების მინისტრად ისევ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა, - შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.
მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა მიმდინარე წლის 7 ნოემბერს დატოვა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტი ბატიაშვილს 2018 წლის ივლისიდან ეკავა.