განათლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ორმა პროგრამამ აკრედიტაცია მოიპოვა

 

ეკონომიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამამ და ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამამ აკრედიტაცია მოიპოვეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 13 დეკემბერს გამართულ აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, საქართველოში პირველად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახლა დაინერგა, შესაბამისად, აკრედიტაციაზე პირველად იყო წარდგენილი. სწორედ ამიტომ, პროგრამამ ოთხწლიანი აკრედიტაცია მოიპოვა. მომავალ სასწავლო წელს, ამ მიმართულებით სტუდენტების მიღება მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეეძლება.

რაც შეეეხება ეკონომიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას, მას აკრედიტაცია შვიდი წლით მიენიჭა, როგორც რეაკრედიტირებულ პროგრამას.

 

| Print |
თეგები: აკრედიტაცია /