განათლება
ხელოვანი სტუდენტები უნივერსიტეტში საკუთარი შემოქმედებით წარსდგნენ

 

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა შემოქმედებითი კონკურსი ჩატარდა. ახალგაზრდებმა საკუთარი ნახატები, ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები ბიბლიოთეკაში წარმოადგინეს. წაიკითხეს საკუთარი ლექსები.

კონკურსში შვიდი სტუდენტი მონაწილეობდა. მათგან ერთი - ფილოლოგიის III კურსის სტუდენტი მარიამ ჩინჩალაძე, ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებული გახდა.

სიგელები და სიმბოლური საჩუქრები კონკურსის ყველა მონაწილეს გადასცეს.

| Print |