განათლება
საქართველოს 2 083 საჯარო სკოლიდან ფსიქოლოგი 103 სკოლას ჰყავს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში ჯამში შტატიანი და შტატგარეშე 107 ფსიქოლოგია დასაქმებული, მათგან 34 შტატშია, 73 კი შტატგარეშედ მუშაობს.

ფსიქოლოგები ჰყავს თბილისის, ასევე იმერეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საჯარო სკოლების ნაწილს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფსიქოლოგის შტატის არსებობა განისაზღვრება მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების მოთხოვნიდან გამომდინარე - დაწესებულებაში მოსწავლის საჭიროების მიხედვით. რაც შეეხება ფსიქოლოგების ანაზღაურებას, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება საათობრივად და შეადგენს საათში 12 ლარს.
| Print |