განათლება
„ტალიტა კუმის“ ბენეფიციარებმა საშობაო ღონისძიება გამართეს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრში საშობაო ღონისძიება ჩატარდა. "ტალიტა კუმის" ბენეფიციარები დამსწრეების წინაშე სიმღერებითა და ცეკვებით წარსდგნენ. ღონისძიების დასრულებისთანავე თოვლის ბაბუამ მათ საჩუქრები დაურიგა.

ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, სოციალური მუშაკები, ბენეფიციარების მშობლები და რომის პაპის წარმომადგენელი ესწრებოდა.

"ტალიტა კუმის" ბენეფიციარები, საშობაო და სეზონური ღონისძიებების გარდა, სხვადასხვა აქტივობებში, მათ შორის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვებში იღებენ მონაწილეობას.

დღის ცენტრი „ტალიტა კუმი“ 2014 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მიზანი საზოგადოებაში სპეციალური საჭიროების მქონე პირთა ადაპტაციაა.

| Print |