განათლება
ლელოვანში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ ლელოვანში საბავშვო ბაღი გაიხსნა.  დაწესებულება ლელოვნის გარდა,  მიმდებარე შვიდ სოფელს მოემსახურება.

რეაბილიტირებული შენობა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ, ადიგენის გამგებელმა და ა(ა)იპ–ი “სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების” დირექტორმა გახსნეს.

საბავშვო ბაღი თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა. დაწესებულება უზრუნველყოფილია 8 საწოლით.  ბაღი 60 აღსაზრდელზეა გათვლილი.

საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია ადიგენის გამგეობამ უზრუნველყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან, დაახლოებით 114 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შპს „მოურავმა“ შეასრულა.


| Print |