განათლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა ერთი კვირით შეჩერდება

 

საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების გამო, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სამივე სასწავლო კორპუსში, ასევე, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში დაიწყო მზადება სადეზინფექციო სამუშაოების ჩაატარებისთვის. ამის გამო, სასწავლო პროცესი 9-დან 16 მარტამდე შეჩერდება. 

"სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წარედგინა წინადადება, სასწავლო პროცესის 9 მარტიდან 16 მარტამდე შეჩერების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ელექტრონული სწავლების (moodle) კიდევ უფრო გააქტიურებაზე. სტუდენტებს ვთხოვთ, მაქსიმალურად გაითვალისწინონ შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული რეკომენდაციები", - წერია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

| Print |