სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესიულმა პროგრამამ ავტორიზაცია მოიპოვა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესიულ პროგრამებზე საგაზაფხულო მიღებისას, სტუდენტებს ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობაზე მიიღებს. პროგრამამ ავტორიზაცია მოიპოვა. ამ ეტაპზე, აღნიშნულ სპეციალობაზე15 ადგილია გათვალისწინებული და სწავლა უფასოა. პროფესიული პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ხორციელდება.
"ეს ერთი სპეციალობა გვქონდა წარდგენილი და მივიღეთ ავტორიზაცია, ახლა უნდა დავიმატოთ პროგრამები. პროფესოული სასწავლებლები პირდაპირ ავტორიზაციას გადიან, აქ გაერთიანებულია აკრედიტაციაც. მონიჭებამდე პროგრამაც და მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც მოწმდება. ჩვენთან ზოგიერთი სხვა პროგრამა გაუქმდა, ზოგი მილევადია. ისინი მოძველდა, პროგრამა ახალი სტანდარტებით უნდა შევიმუშაოთ", - გვითხრეს უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურში. პროგრამის ამოქმედებამდე აუცილებელია, რომ მან ავტორიზაცია მოიპოვოს.
ორი თვისნწინ ავტორიზაცია უმაღლესმა სასწავლებელმაც მოიპოვა.