განათლება
"სულ გაჩერებას სჯობია" - აბიტურიენტები გამოცდებისთვის დისტანციურად ემზადებიან

 

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგამოცდო ფორმატში ცვლილებები არ შესულა. აბიტურიენტებისა და დამკვირვებლების უსაფრთხოებისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები შეიუმუშავა. გამოცდაზე აპლიკანტები საკუთარი კალმებითა და პირბადით უნდა მივიდნენ. შენობაში შესვლამდე ყველას ჩაუტარდება თერმოსკრინინგი. გამოცდის მიმდინარეობისას კი არ იმუშავებს კონდენციონერი.

კურსდამთავრებულები ამბობენ, რომ სასწავლო პროცესის შეწყვეტის შემდეგ, რეპეტიტორებთან მომზადებაც, საგაკვეთილო პროცესის მსგავსად, ინტერნეტით განაგრძეს. ამის გამო, აბიტურიენტების ნაწილი ფიქრობდა, რომ საგამოცდო საკითხებში მეორე სემესტრის მასალა არ უნდა შესულიყო. როგორ ემზადებიან ეროვნული გამოცდებისთვის.

| Print |