განათლება
ახალქალაქის სამ სოფელში ბიბლიოთეკა გახსნეს

 

ეროვნული ბიბლიოთეკა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან ერთად ახალქალაქს ესტუმრა. მუნიციპალიტეტის სამ სოფელში - კორხში, ოკამსა და ქარცეფში ქართულენოვანი ბიბლიოთეკები გაიხსნა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა, სამივე სოფლის სკოლაში შეხვედრა გამართეს და პედაგოგებს ტრენინგები ჩაუტარეს როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელობაზე, ასევე Covid19-თან დაკავშირებით. მოსახლეობას წიგნებთან ერთად ჩაუტანეს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და კორონავირუსის შესახებ საგანმანათლებლო მასალა.

„მორიგი სამი სოფელი, მორიგი სამი ქართულენოვანი ბიბლიოთეკა - კორხი, ოკამი, ქარცეფი. შემოგვიერთდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. მათთან ერთად სამედიცინო საინფორმაციო კუთხეები მოვაწყვეთ და მასწავლებლებმა სპეციალისტებისგან შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს“, - წერს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში. 
| Print |