განათლება
კოლეჯ "ოპიზარში" 1 500 პირბადე შეკერეს და ადგილობრივ ხელისუფლებას გადასცეს
სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებრივმა კოლეჯმა „ოპიზარმა“ მუშაობა ოთხ მარტს შეაჩერა. ამ დროისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში, 29 ჯგუფში 372 სტუდენტი სწავლობდა. სახელობო პროფესიული განათლების სტუდენტების ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი შეიქმნა, სამკერვალო წარმოების პროგრამის პედაგოგებმა და სტუდენტებმა 1 500 პირბადე შეკერეს და თვითმმართველობას გადასცეს. გარდა ამისა, პირბადეების მარაგი კოლეჯს სტუდენტებისთვის და თანამშრომლებისთვისაც აქვს.

| Print |