განათლება
ეგ მასწავლებელი უნდა წავიდეს სკოლიდან - ოჯახი მეექვსეკლასელის ჩაგვრის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს
12 წლის მოზარდის ჩაგვრის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით უკმაყოფილო ოჯახი გამოძიების დაჩქარებას ითხოვს. განცხადება ამის შესახებ 23 ივნისს სამცხე-ჯავახეთის პროკურატურაში ოჯახმა შეიტანა. ბებია ამბობს, რომ მასწავლებელი, რომელმაც მის შვილიშვილს ზიანი მიაყენა, სკოლაში არ უნდა მუშაობდეს.

ბებიის თქმით, მის შვილიშვილზე ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, როცა მოზარდმა სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს 112-ში დარეკა. 12 წლის ბიჭს ორ თვეზე მეტ ხანს ჩაგრავდნენ, რის გამოც მას ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო. ოჯახის მიერ მეცხრე არხისთვის მიწოდებული სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით, მოზარდს ადაპტაციის დარღვევები და მცირე ანამნეზი აღენიშნება.

კლასელებისა და მასწავლებლის მხრიდან შესაძლო ჩაგვრის საქმეზე პროკურატურას მოსწავლის დაზარალებულად ცნობისთვის წელიწადზე მეტი დასჭირდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება ახალი მუხლით დაიწყო და წარმოება არასრულწლოვნის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით გადააკვალიფიცირა. მანამდე უწყება საქმეს ძალადობის მუხლით იძიებდა. მოსწავლის ინტერსებიდან გამომდინარე დეტალებზე არ საუბრობენ ახალციხის რესურს ცენტრში.

მასწავლებელი, რომელიც ბავშვზე ზეწოლაშია დადანაშაულებული, ბრალდებებს ბრალდებითვე პასუხობს. აიდა კაზარიანი ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და საგამოძიებო სტრუქტურას ცილისწამებისთვის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართავს.

მეექვსეკლასელი ბიჭის სავარაუდო ბულინგის მიზეზი სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს 112-ში დარეკვა გახდა. როგორც მოზარდის ოჯახში განმარტავენ, ამის შემდეგ სასწავლებელში ბავშვზე ზეწოლა დაიწყო, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. მასწავლებლის მხრიდან შესაძლო ჩაგვრის საქმეს სწავლობს სახალხო დამცველიც, თუმცა ომბუდსმენის აპარატს მოკვლევის შედეგები ჯერ არ გაუსაჯაროებია.

ბებია ამბობს, რომ მასწავლებელი, რომელმაც მის შვილიშვილს ზიანი მიაყენა, სკოლაში არ უნდა მუშაობდეს. მასწავლებელი, კი რომელიც ბავშვზე ზეწოლაშია დადანაშაულებული, ბრალდებებს ბრალდებითვე პასუხობს. აიდა კაზარიანი ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და საგამოძიებო სტრუქტურას ცილისწამებისთვის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართავს.
| Print |