განათლება
ახალციხეში ეროვნულ გამოცდებზე 11 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 10 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის საგნით გაგრძელდა. ახალციხის საგამოცდო ცენტრში დღევანდელ სესიაზე დარეგისტრირებული 166 აბიტურიენტიდან 11 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა.

საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის გელა ინასარიძის თქმით, ამ დრომდე არ დაფიქსირებულა აპლიკანტის გამოცდიდან მოხსნის ფაქტი.
„დღეს ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, მეხუთე დღეა და სიცხიანი არავინ მოსულა“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები კვირიდან, 12 ივლისიდან ისტორიის საგნით გაგრძელდება.

სამცხე-ჯავახეთში ერთი საგამოცდო ცენტრია, სადაც 1 200 აპლიკანტია რეგისტრირებული. ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 ივლისს დასრულდება.

| Print |