განათლება
კოლეჯ „ოპიზარში“ ღია კარის დღე გაიმართა
პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაციის დასრულებამდე ოთხი დღით ადრე, კოლეჯ „ოპიზარში“ ღია კარის დღე გაიმართა. ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და პედაგოგებმა რეგისტრაციის წესებისა და იმ სიახლეების შესახებ ისაუბრეს, რომელიც სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან ელით. ღონისძიებას სამხარეო ადმინისტრაციის და თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

სასწავლებლის ეზოში გამოფენილი იყო კურსდამთავრებულთა ნამუშევრები და ხელსაწყოები, რომლის საშუალებით სტუდენტები ხელობას ეუფლებიან.

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 20 მაისს დაიწყო. კოლეჯ „ოპიზარს“ მიღება 16 პროგრამაზე აქვს გამოცხადებული. აპლიკანტების გამოცდა პირველ სექტემბერს არის ჩანიშნული.

ამის გარდა, დღეს, ექვს აგვისტოს დაიწყო და პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება პროფესიული გადამზადების მოკლევადიან პროგრამებზე რეგისტრაცია. ასეთი კოლეჯ „ოპიზარში“ ექვსია (ელექტრო ქვესადგურების მომსახურება, ლითონის შედუღება და ჭრა, სატყეო-სამეურნეო სამუშაოების შესრულება, თევზის კულტივირება, ფინანსური ანგარიშგება-დეკლარირება, კომპიუტერული პროგრამები მშენებლებისთვის).

პროგრამაზე ჩარიცხვა გასაუბრების გზით მოხდება.

| Print |