განათლება
რომელი პროფესიებია სამცხე-ჯავახეთში ყველაზე მოთხოვნადი?
საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ რეგიონულ ჭრილში, მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალი დაამტკიცა, რომლის შესაბამისად, რეგიონებში პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამები განხორციელდება.

სამცხე-ჯავახეთში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების სფეროებად განისაზღვრა:

ჯანდაცვა, პერსონალური მომსახურებები, ხელოვნება, ინჟინერია და საინჟინრო საქმე, არქიტექტურა და მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და გადამუშავება, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები, ინტერდისციპლინური, მეთევზეობა, ბიზნესი და ადმინისტრირება, განათლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომსახურებები.

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა, სამინისტრომ, 2020 წლის 20 ივლისს დაამტკიცა, რომლის მიზანიც შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობაა.

წელს, პირველად, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის მიმწოდებლად ის იურიდიული პირი განისაზღვრა, რომელსაც მოპოვებული ან დადასტურებული აქვს ამ პროგრამის განხორციელების უფლება. ეს კი გულისხმობს იმას, რომ სამუშაოს მაძიებლები, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ.

| Print |