განათლება
ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ, ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა
უნივერსიტეტებში ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, იმისათვის, რომ აბიტურიენტმა ინფორმაცია მიიღოს უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.

სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე.

„შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას)" - აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იმ აბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაციის გასავლელად უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უნდა მიმართონ.


| Print |