განათლება
სოფელ გოგაშენში საბავშვო ბაღი აშენდება
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში საბავშვო ბაღი აშენდება. დაწესებულება მიიღებს როგორც გოგაშენის, ასევე სოფელ აფნიის აღსაზრდელებსაც. 

ახალქალაქის მერიამ, საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი, 24 აგვისტოს გამოაცხადა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 14 სექტემბერია.

პროექტის მიხედვით, საბავშვო ბაღი ორ ეტაპად აშენდება. სამუშაოების პირველი ეტაპისთვის წელს 150 000 ლარი გამოიყოფა. სამუშაოს მეორე ეტაპი 2021 წელს განხორციელდება, რომელიც 652 209 ლარით დაფინანსდება.

პროექტისთვის ჯამში 802 209 ლარი დაიხარჯება. აქედან 40 610 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ხოლო დარჩენილი 761 599 ლარით, საბავშვო ბაღის მშენებლობას, სახელმწიფო დააფინანსებს.

საბავშვო ბაღის ერთსართულიანი შენობა სოფლის ცენტრში განთავსდება. დაწესებულება 50 ბავშვზე იქნება გათვლილი.

| Print |