განათლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერისიტეტში ვაკანტური ადგილების ნახევარი შეივსო
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამოცხადებული 700 ადგილიდან საგანმანათლებლო პროგრამაზე 334 სტუდენტი დარეგისტრირდა, - ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში „მეცხრე არხს" განუცხადა.

ნიკოლოზ ახალკაცის თქმით, აქედან საბაკალავრო პროგრამაზე - 277 სტუდენტი, ხოლო ქართული ენის მომზადების პროგრამაზე - 57 აპლიკანტი ჩაირიცხა. 1+4 პროგრამაზე მოხვედრილი 57 სტუდენტიდან სომხურენოვანი 56-მა, ხოლო აზერბაიჯანულენოვანი პროგრამა ერთმა სტუდენტმა აირჩია. 

„ჩვენ გვაქვს-ხოლმე 300-350 ადგილი, მაგრამ ადგილებს, დაახლოებით, ორმაგს ვაცხადებთ, რადგან მისი 5% სომხურენოვანი აბიტურიენტებისთვისაა. 350-ის 5% ძალიან ცოტაა, რადგან სომხურენოვანი აბიტურიენტების რაოდენობა მეტია, ამიტომ ვაცხადებთ 700 ადგილს, საიდანაც 76 გვქონდა გამოცხადებული ქართული ენის მოსამზადებელ (1+4) პროგრამაზე. აქედან 5% სომეხი მოსახლეობისთვისაა გამოყოფილი, 5% კი აზერბაიჯანელენოვანი მოსახლეობისთვის“, - გვითხრა სასწავლო დარგში რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცმა. მისი  განმარტებით, სახელმწიფოს დაფინანსებულ პროგრამებზე 236 სტუდენტია რეგისტრირებული.

ბიზნესის ადმინიტრირების, ვეტერინარიისა და სამართლის ფაკულტეტები არ ფინანსდება. ბიზნესადმინისტრირებაზე - 10, ვეტერინარიაზე - 11 და სამართლის ფაკულტეტზე 17 სტუდენტია ჩარიცხული.

რაც შეეხება მაგისტრატურას - აქ დარეგისტრირებულია 62 კონკურსანტი. უნივერსიტეტი ამ ეტაპზე მათი გამოცდის შედეგების მოლოდინშია.

| Print |