განათლება
სკოლებისა და უნივერსიტეტების ნაწილში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყება
თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა,თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში 2 კვირის შემდეგ გაგრძელდება.

რაც შეეხება, ქვეყნის მასშტაბით სხვა სკოლებს, იქ სწავლა პრემიერის გადაწყვეტილებით, 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება.

"ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში დაიწყება 1ოქტომბრიდან. ეს დრო საჭიროა, რომ სწორედ შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები. ამისთვის გვჭირდება ორი კვირა და ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან დაკავშირებით.

სწავლება, რათქმაუნდა იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად. ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა, რომელიც ყველა ვარიანტში უნდა დაწყებულიყო 15 სექტემბრიდან ყველგან. სწავლა დაიწყება დისტანციურად ყველგან, მაგრამ სასწავლო კლასებში სწავლა დაიწყება 1 ოქტომბრიდან."
- აღნიშნა მან.


საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმაც. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დიდ ქალაქებში, სწავლის გადადებით სასწავლო პროცესი არ შეყოვნდება, რადგან ინტერნეტიზაციიდან გამომდინარე არსებობს საშუალება რომ სწავლა, პირველ ეტაპზე, ჰიბრიდული მეთოდით დაიწყოს. 

"სწავლის გადავადება დიდ ქალაქებში დამყარებულია იმ პრინციპზე, რომ დიდ ქალაქებში ადამიანების მობილობა ბევრად მაღალია, აქ გვაქვს საშუალება ინერნეტიზაციიდან გამომდინარე სწავლა ჰიბრიდული მეთოდით დაიწყოს, შესაბამისად, არ მოხდება სწავლის პროცესზე შეყოვნება. ჩვენ დამატებით ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან“,-განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 917 გახდა.
| Print |