განათლება
ახალციხის სკოლებში სწავლა დაიწყო
ახალციხის კერძო და საჯარო სკოლებში დღეს, 15 სეტქემბერს სწავლა დაიწყო. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 39 სკოლიდან სასწავლო პროცესი ნაწილმა დისტანციურად, ნაწილმა კი ჰიბრიდული სისტემით განაახლა. ზოგიერთ სკოლაში სწავლა ორ ცვლად დაიწყო, ხოლო მათმა ნაწილმა ონლაინ და სკოლაში სწავლების მეთოდი კლასების მიხედვით დაყო.

კორონავირუსის პანდემიის გამო, შენობაში შესვლამდე აუცილებელი თერმოსკრინინგის გავლა.





პანდემიის გამო, სასწავლო დაწესებულებებში ტრადიციული საზეიმო ღონისძიებები არ ჩატარებულა.





ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, მშობლები სკოლებში შესვლას ვეღარ შეძლებენ.



ამასთან ვალდებულები არიან სკოლის ტერიტორიაზე გადაადგილდნენ პირბადით.



პირბადის გამოყენება აუცილებელია მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლებისთვისაც. სასწავლებლის შენობაში უცხო პირისთვის შესვლა შეზღუდულია. მათ სკოლაში შესასვლელად რეგისტრაცია და შემოწმება უნდა გაიარონ.





პირველკლასელებს განათლების სამინისტროსგან კომპიუტერები გადაეცა. ახალციხის მერიამ პატარებს სწავლის დაწყება მიულოცა და საჩუქრად სასკოლო-საკანცელარიო ნივთები გადასცა.





ქალაქ ახალციხესა და სოფლებში 39 საჯარო და კერძო სკოლაა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სასწავლო დაწესებულებებში წელს 613 პირველკლასელი მივიდა. აქედან, ახალციხის სკოლებში ზარი პირველად 336 მოზარდისთვის დაირეკა.

| Print |