რა რეგულაციები უნდა დაიცვან მშობლებმა და ბავშვებმა სკოლაში?
21:50 / 15.09.2020
სწავლის დაწყების პირველივე დღეს, ახალციხის სკოლებში მშობელთა კრება ჩატარდა. სკოლის დირექციამ მშობლებსა და მოსწავლეებს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მიერ გაცემული წესები და რეგულაციები გააცნეს.
ახალციხის სკოლების დირექტორების თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო წლისთვის მზად არიან და მათ პანდემია ხელს არ შეუშლის.