განათლება
საქართველოში ბავშვები სკოლაში გატარებული 12 წლიდან 4-ს კარგავენ - მსოფლიო ბანკი
“მსოფლიო ბანკმა” ადამიანური კაპიტალის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც ზომავს - რა პოტენციალს მიაღწევდა დღევანდელი ბავშვი 18 წლის ასაკში, თუკი ის მიიღებდა სრულყოფილ განათლებას და ჯანდაცვის სერვისებს.

საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის სებასტიენ მოლინესუმის თქმით, შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ბავშვი სკოლაში საშუალოდ 12.9 წელს ატარებს, მაგრამ სწავლის ხარისხის მაჩვენებელი 8.3-ია

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვები საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით 4.6 წელს კარგავენ ხარისხიანი განათლების მიღების კუთხით”,- აცხადებს მოლინეუსი.

მისი შეფასებით, საქართველოს ქულა ამ ინდექსში გვაჩვენებს, რომ ქვეყანაში დღეს დაბადებული ბავშვი იმ პროდუქტიულობის 57%-ს მიაღწევს, რასაც მისი თანატოლები აღწევენ სხვა ქვეყნებში, სადაც უკეთესი განათლების და ჯანდაცვის სისტემებია.

ვხედავთ, რომ გაუმჯობესებისთვის ადგილი ნამდვილად რჩება, თუმცა 10 წლის წინანდელ მონაცემებს თუ შევხედავთ, საქართველო ნელა, მაგრამ თავის ქულას მაინც აუმჯობესებს. ცოტა უფრო ღრმად თუ ჩავალთ ამ რიცხვებში ვნახავთ, რომ საშუალოდ ბავშვი საქართველოში სკოლაში 12.9 წელს ატარებს, რაც ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა საქმე მიდგება ამ სწავლის ეფექტიანობაზე და ხარისხზე - ეს მაჩვენებელი 8.3-ია - ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვები საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით 4.6 წელს კარგავენ ხარისხიანი განათლების მიღების კუთხით. აქაც მონაცემების გაუმჯობესება ნამდვილად შესაძლებელია”,- აცხადებს მოლინეუსი.
| Print |