განათლება
დისტანციურ რეჟიმზე ნინოწმინდის კიდევ ორი სკოლა გადავიდა
ნინოწმინდის კიდევ ორი – №2 და №3 საჯარო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი კორონავირუსია, რომელიც მასწავლებლებს დაუდასტურდათ. სკოლებში სწავლა ერთი კვირით ოლაინრეჟიმში წარიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "ნორი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, COVID 19 პედაგოგებს გეგმიური ტესტირების შედეგად გამოუვლინდათ. ამჟამად მასწავლებლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, კორონავირუსი ნინოწმინდის მხოლოდ №1 საჯარო სკოლაში იყო დაფიქსირებული. ამის შესახებ განცხადება გიორგი მიქელაძემ 19 ოქტომბერს 12:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ამ დროისათვის, კორონავირუსის დაფიქსირების გამო, სწავლება ონლაინრეჟიმში ნინოწმინდის სამ საჯარო სკოლაში – №1, №2 და №3, ახალციხის №3, ვალის №2 და ახალქალაქის №5 საჯარო სკოლებში მიმდინარეობს.
| Print |