განათლება
ახალციხის №1 საჯარო სკოლაში COVID 19 კიდევ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსი კიდევ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ბავშვი გაკვეთილზე ბოლოს 19 ოქტომბერს იმყოფებოდა. მოსწავლის დედა სამედიცინო სფეროს წარმოადგენს და იგი კოვიდინფიცირებულია. ბავშვი სავარაუდოდ, დედისგან დაინფიცირდა. ჟუჟუნა გოგოლაურის განმარტებით, დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ ინფიცირებული მოსწავლის კლასი გადავიდა.

"ჯანდაცვიდან მივიღე ინფორმაცია ბავშვის ინფიცირების შესახებ. მოსწავლე ორშაბათს იყო სკოლაში, მაგრამ მხოლოდ ერთ ბავშვთან ჰქონდა კონტაქტი. ბოლოს 10 ოქტომბერს გაიტესტა ეს მოსწავლე და პასუხი უარყოფითი მოვიდა, როგორც ჩანს ამის შემდეგ დაინფიცირდა" - აცხადებს ჟუჟუნა გოგოლაური.

სკოლაში მოსწავლის ინფიცირების პირველი შემთხვევა 22 ოქტომბერს დაფიქსირდა.

ამ დროის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დადასტურების გამო 10 სკოლა დისტანციურ რეჯიმზეა გადასული.
| Print |