განათლება
დღეიდან სკოლების ნაწილი დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადავიდნენ
ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნები იქნება გახსნილი, დღეიდან დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადავიდნენ. აღნიშნულ სკოლებში სწავლა ონლაინ რეჟიმში ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს, ორშაბათს და სამშაბათს ჩატარდება.

„მოგეხსენებათ საარჩევნო უბნები ზოგიერთ სკოლაშია განთავსებული. იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო 28 ოქტომბრიდან დროებით დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ“, - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გასულ კვირას გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ.

აჭარის გარდა ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე 1419 სკოლა გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტი არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს გაიმართება.
| Print |