განათლება
4 ნოემბრიდან, სამცხე-ჯავახეთის სკოლების ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე რჩება
4 ნოემბრიდან, სამცხე-ჯავახეთის სკოლების ნაწილი დისტანციური სწავლების რეჟიმზე რჩება. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, ონლაინ-გაკვეთილები რეგიონის 7 სკოლაში ჩატარდება. ესენია: ახალციხის პირველი, მეხუთე და სოფელ კლდის საჯარო სკოლები, ადიგენის მუნიციპალიტეტში 2 სკოლა - სოფ. უდისა და ლელოვნის და ახალქალაქის პირველი და მეოთხე საჯარო სკოლები.

რაც შეეხება ბაღებს, გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, ფუნქციონირება დროებით ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის ბაღებში შეწყვიტეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით COVID 19-ის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 512 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია – 57 პირი, ხოლო გარდაცვლილი – 9.
| Print |