განათლება
უდის მეორე სკოლაში COVID 19 კიდევ ორ პედაგოგს დაუდასტურდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის მეორე საჯარო სკოლის კიდევ ორ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ორივე მათგანი ხაშურის კოვიდმიმღებ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფიცირებული პედაგოგები "მეცხრე არხთან" პირად საუბრებში ამბობენ, რომ საავადმყოფოები გადატვირთულია და ხაშურში მოხვედრაც ძლივს მოახერხეს.

პედაგოგების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მათ ვირუსის მსუბუქი ფორმები აქვთ. 

სასწავლო დაწესებულებაში პირველი პედაგოგის კორონავირუსით ინფიცირების გამო, უდის მეორე საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე 26 ოქტომბერს გადავიდა. მაშინ სკოლაში ამბობდნენ, რომ ინფიცირებულ მასწავლებელს, COVID 19-ის დაფიქსრების პერიოდში, მოსწავლეებთან და სხვა პედაგოგებთან შემხებლობა არ ჰქონია. თუმცა მაშინ, როგორ დავირუსდა ბოლო ორი მასწავლებელი უცნობია. 

ამ ეტაპზე კორონავირუსის გამო, სამცხე–ჯავახეთის 7 სკოლა დისტანციურ რეჟიმში მუშაობს.
| Print |