განათლება
დილისკაში პედაგოგებს COVID 19–ზე ტესტირებას არ უტარებენ
ახალქალაქის სოფელ დილისკის სკოლის დირექტორი კორონავირუსზე მასწავლებლების ტესტირებას და დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას ითხოვს. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, ხუთს კი ვირუსისთვს დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. თუმცა, სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. გარდა ამისა, კოვიდინფიცირებული ამბობს, რომ შექმნილი ვითარების მიუხედავად, სკოლაში ჯანდაცვის რეგულაციებს არავინ იცავს.

რატომ ვერ ტარდება ამ დრომდე საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეების ტესტირება , ახალქალაქის ლაბორატორია, "მეცხრე არხის" კითხვებს არ პასუხობს. ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კი აცხადებენ, რომ მიზეზი გადატვირთული ბაზებია.

| Print |