სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი ახალ პროექტში ჩაერთო
16:58 / 18.11.2020
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ პროექტში ჩაერთო. "გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის" პროექტის განსახორციელებლად, ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი 17 ნოემბერს მოაწერეს. პროექტის მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაა.
"გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდის" დირექტორის განმარტებით, სამცხე ჯავახეთის უნივერსიტეტი ორი კრიტერიუმით შეირჩა - სასწავლებელს აქვს პედაგოგიური ფაკულტეტი და რეგიონული უნივერსიტეტის წოდება. ზურაბ კერვალიშვილი სასწვალებელთან ხანგრძლივ პარტნიორობას აპირებს და იმედოვნებს, რომ ამის საშუალებას წარმატებული სტუდენტებიც მისცემენ.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში "გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის" სტიპენდიით უკვე დაჯილდოვდა ათი სტუდენტი. სასწავლებლის რექტორის თქმით, რეგიონული უნივერსიტეტებისთვის ამგვარი ფონდების მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
პროექტი საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელში - სამცხე-ჯავახეთის, თელავისა და გორის უნივერსიტეტებში ხორციელდება.