განათლება
მშობლები სკოლის დირექტორებს განცხადებით მიმართავენ
ახალციხეში მოსწავლეების მშობლები სკოლის დირექტორებს განცხადებით მიმართავენ. ისინი ითხოვენ, რომ სასწავლო პროცესი სკოლის კედლებში არ განახლდეს და სწავლა ისევ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდეს. განცხადებების შეგროვება მშობლებმა დღეს დაიწყეს. დღესვე მათი მოთხოვნა განათლების სამინისტროს ეცნობება, რის შემდეგაც უწყება გადაწყვეტს დაკმაყოფილდება თუ არა მათი განცხადებები. 

შეგახსენებთ, რომ სწავლა სკოლებში დღეს, 26 ნოემბერს უნდა განახლებულიყო, თუმცა მოსწავლეები რეგიონში არსებული ეპიდვითარების გამო, სასწავლო დაწესებულებებში არ გამოცხადდნენ. 
| Print |