განათლება
მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, ახალციხის სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო
ახალციხის სამხატვრო სკოლაში შენობის რეაბილიტაცია დაიწყო. რემონტდება როგორც სკოლის უკვე ყოფილი საგამოფენო დარბაზი და სამუშაო ოთახები, ასევე სარდაფიც, რომელიც წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი.

“წლებია გვპირდებიან რემონტს გავაკეთებთო, თუმცა ამდენი ხანი ისევ ამ შენობაში ვატარებდით გაკვეთილებს, არც ეხლა ველოდით ჩვენთვისაც სიურპრიზია”- ამბობს სამხატვრო სკოლის ერთ–ერთი პედაგოგი.

შენობის რეაბილიტაციითვის ტენდერი ახალციხის მერიამ 296 260 ლარზე გამოაცხადა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. რეაბილიტაცის დასრულება სასწავლო წლის დაწყებამდე იგეგმება.
| Print |