განათლება
როგორ შეძლებენ საზღვრის გადაკვეთას სტუდენტები, რომლებიც სომხეთში სწავლობენ?
საქართველოს მოქალაქე-სტუდენტებს, რომლებიც განათლებას სომხეთში იღებენ, ქართულ-სომხური საზღვრის გადაკვეთის უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუკი ისინი სომხეთში სწავლის დამადასტურებენ დოკუმენტს წარადგენენ.

"სტუდენტებს საზღვრის გადაკვეთის უფლება ეძლევათ, მაგრამ მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულოს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ. განცხადებაზე მიმაგრებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ პირი სომხეთში სწავლობს, რის შემდეგაც, საზღვრის გადაკვეთის უფლებას მისცემენ”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სომხეთმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნა, მაგრამ საქართველო საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებას უკრძალავს, ამიტომ საზღვრის გადაკვეთის მსურველებმა ამისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართონ. თუკი ადრე ჯავახეთიდან სტუდენტებს საზღვრის გადაკვეთისათვის ნებართვა უნდა მიეღოთ, როგორც სომხეთიდან, ასევე საქართველოდან, ახლა ვითარება შეიცვალა, მათ ნებართვა, მხოლოდ საქართველოდან სჭირდებათ.

jnews.ge
| Print |