განათლება
ახალქალაქში საბავშვო ბაღის თანამშრომლების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენიმე სააღმზრდელო დაწესებულებაში ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსი გამოაცხადა. თვითმმართველობამ სოფლებში - ხულგუმო, სულდა, კოჩიო, ბაღის თანამშრომლები უნდა შეარჩიოს.

სოფელ ხულგუმოს საბავშვო ბაღი:
  • მენეჯერი
  • აღმზრდელის ოთხი ადგილი
  • აღმზრდელის დახმარეს ორი ადგილი
  • ქართული ენის მასწავლებელი
  • მედდა
  • მზარეული
  • დარაჯი-მნე
  • დამლაგებელი
სოფელ სულდის საბავშვო ბაღი:
  • მენეჯერი
  • აღმზრდელის ორი ადგილი
  • აღმზრდელის დახმარე
  • ქართული ენის მასწავლებელი
  • მზარეული
  • მედდა
  • დამლაგებელი
  • დარაჯი-მნე
სოფელ კოჩიოს საბავშვო ბაღი
  • მენეჯერი
  • აღმზრდელის ოთხი ადგილი
  • აღმზრდელის დახმარეს ორი ადგილი
  • ქართული ენის მასწავლებელი
  • მზარეული
  • მედდა
  • დამლაგებელი
  • დარაჯი-მნე
მსურველებმა განცხადება, პირადობის მოწმობა, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რეზიუმე ახალქალაქის მერიაში რვა თებერვლამდე უნდა წარადგინონ.

„საბავშვო ბაღების გაერთიანებაში“ ამბობენ, რომ სამივე ბაღი 2020 წელს აშენდა და ბრაძენების მიხედვით, მუშაობის დაწყება პირველი მარტიდან შეუძლიათ. ხელმძღვანელის მოადგილე დიანა ტიტოიანი ამბობს, რომ უმაღლესი განათლება მენეჯერს, აღმზრდელს, ქართული ენის მასწავლებელსა და მედდას მოეთხოვება.

„ყველაფერი მზად არის, თვის ბოლომდე ავეჯით მოვაწყობთ და მზად იქნება ფუნქციონირებისთვის. რაც შეეხება დოკუმენტაციას - სასურველია უმაღლესი განათლება ჰქონდეს აღმზრდელის დამხმარესაც, თუმცა სავალდებულო არ არის“, - ამბობს დიანა ტიტოიანი.

ამ ეტაპზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 12 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.

| Print |