როდის განახლდება სასწავლო პროცესი აუდიტორიებში? - მინისტრის განმარტება
სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატიული, საქმიანობის აღდგენას 1-ლი მარტიდან შეძლებენ.
ხოლო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში 15 მარტიდან განახლდება.
ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიფინგზე განაცხადა.
აქამდე ცნობილი იყო, რომ უნივერსიტეტები აუდიტორიებში სწავლას პირველი მარტიდან განაახლებდნენ.