განათლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია ვერ გაიარა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია ვერ გაიარა. რექტორის თქმით, უნივერსიტეტს ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა მიეცა. 

"უახლესი სტანდარტების მიხედვით მოგვცეს რეკომენდაციები და დაწყებულია მუშაობა, მაშინ წარვადგინეთ პროგრამას, როდესაც ყველა მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ. ზუსტ დროს ვერ დავასახელებ, რამდენ ხანში მოხდება ეს. რეკომენდაციის ნაწილი პროგრამის მიზნების დახვეწას გულისხმობს, ნაწილი სწავლის შედეგების დახვეწას და პროგრამაში სასწავლო კურსების თანამიმდევრობის გადახედვას",
- გვითხრა მაკა ბერიძემ.

რაც შეეხება იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამას, მან გუშინ, ოთხ მარტს გაიარა რეაკრედიტაცია.

ამ დროისთვის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკრედიტაცია გავლილი აქვს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და იურიდიულ ფაკულტეტებს.

აკრედიტაციას 2022 წლისთვის გაივლიან საჯარო მმართველობის, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ინგლისური და ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტები.

| Print |